არჩევნები 2020

მარშანია: მომავალ პარლამენტში არა მგონია მოვხვდე, უაღრესად ცუდი და უვარგისი იქნება

სამწუხაროდ და საუბედუროდ, ქართულმა ოცნებამ ბევრჯერ მოატყუა ჩვენი მოსახლეობა და იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა სათანადო პასუხს გასცემს, მაგრამ იცით უბედურება რაშია? ამათ ხელშია ბერკეტები ამ საარჩევნო რაღაც-რაღაცები და მე აბსოლუტურად ვხედავ ახლავე, რომ ამას მაქსიმალურად გამოიყენებენ. მე მგონია, რომ მომავალ პარლამენტში... შენ [ბექა ნაცვლიშვილი] თუ მოხვდები არ ვიცი, არა მგონია, რომ მოხვდები და ჩემს თავსაც ვერ ვხედავ იმ პარლამენტში ნამდვილად. იმიტომ, რომ პარლამენტი იქნება, ჩემი დღევანდელი გათვლით, უაღრესად ცუდი და უვარგისი. ყოვლად უვარგის პარლამენტს მივიღებთ, მე ვხედავ უკვე დღევანდელი დღიდან.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ადა მარშანია დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დამოუკიდებელ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილს მიმართავს.

კომენტარები