კორონავირუსი საქართველოში

ფოთში მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდგინდა, ჯერჯერობით, ინფიცირების წყარო უცნობია

CNN

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფოთის სამმართველოს ერთ მეხანძრე-მაშველს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. მას გეგმური ტესტი 4 სექტემბერს ჩაუტარდა.

"იქამდე, მან გეგმური შემოწმება 2 კვირით ადრე გაიარა, რა დროსაც პასუხი უარყოფითი იყო.

მეხანძრე-მაშველი ცვლაში 6 სექტემბერს მორიგეობდა. ამ დროისთვის ყველა თანამშრომელი, ვინც ამ დღეს მუშაობდა, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას.

კოვიდ დადებითი მეხანძრე-მაშველი თავს კარგად გრძნობს, მას არ აქვს ვირუსის კლინიკური გამოვლინებები, ის ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე საქართველოში ყველაზე მეტი შემთხვევა ერთ დღეში - 42 ინფიცირებული - 16 აპრილს იყო დადასტურებული. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1729 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1321 პაციენტი და გარდაიცვალა - 19.

კომენტარები