არჩევნები 2020

ჭიაბერაშვილი: 20 ლარით გაზრდილი პენსიით პენსიონერები დღეს უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან

facebook/zurab tchiaberashvili

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო მოსყიდვაზე საუბრობს.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო სოციალური დახმარებების გაცემა წინასაარჩევნოდ, ასევე, ბოლო თვეებში პენსიის მინიმალური ზრდა, ეს ადამიანებისთვის მიზერული დახმარებაა და ლარის გაუფასურების, ფასების ზრდის შედეგად ადამიანებს სხვადასხვა სახის სახელმწიფო დახმარება არაფერში ჰყოფნით.

"ის მინიმალური მატებაც კი, რაც ბოლო წლებში პენსიასთან დაკავშირებით იყო, უკვე შეჭმული აქვს ფასების ზრდას. დღეს პენსიონერები გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან, თუნდაც 20 ლარით გაზრდილი პენსიით, ვიდრე იყვენენ წლების წინ. დღევანდელი პენსია არაფერს ჰყოფნის, შევლენ ისინი სასურსათო მაღაზიაში თუ აფთიაქში და იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს, ამას სჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, მეტი შემოსავალი ბიუჯეტში და სხვაგვარი სოციალური პოლიტიკა, რაც ქართული ოცნების წასვლის, 31 ოქტომბრის შემდეგ დაიწყება". – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები