არჩევნები 2020

ლევან კობერიძის სანაძლეო ანა დოლიძესთან – "დიდუბეში ლევან სამუშია მოიგებს"

ლელოს წევრის, ლევან კობერიძის თქმით, ლელოს კანდიდატები მაღალრეიტინგულები არიან და მათ გამარჯვებაში იმდენად დარწმუნებულია, რომ პირდაპირ ეთერში სამუშიას კონკურენტ ანა დოლიძესთან სანაძლეოც კი დადო, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ანა დოლიძის კონკურენტი, ლევან სამუშია მასზე მეტ ხმას დააგროვებს და არჩევნებს მოიგებს, რასაც, თავის მხრივ, ანა დოლიძე არ ეთანხმება. 

"ლელოს გამარჯვების კანდიდატები ჰყავს, მათ შორის დიდუბე-ჩუღურეთში ლევან სამუშიას სახით". – თქვა ლევან კობერიძემ.

კობერიძე ასევე ამბობს, რომ, როგორც ამ ოლქში, ისე მთელ საქართველოში, ლელო ხალხთან ერთად გაიმარჯვებს.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები