გემის ჩაძირვა

იაპონიასთან სატვირთო გემი ჩაიძირა

Japan Coast Guard

იაპონიასთან ახლოს სატვირთო გემი ჩაიძირა, რომელსაც 6 000 სული საქონელი გადაჰყავდა. გემზე ეკიპაჟის 43 წევრიც იმყოფებოდა. ერთ-ერთი წევრი იაპონიის სანაპირო დაცვამ გადაარჩინა. მან თქვა, რომ გემის ძრავა ტაიფუნმა დააზიანა, რამაც ხომალდის გადაბრუნება და შემდეგ ჩაძირვა გამოიწვია.

ეკიპაჟის 39 წევრი ფილიპინელია, ორი ავსტრალიელი და ორი ახალზელანდიელი. გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

გემს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დარეგისტრირებული კომპანია Gulf Navigation Holding ფლობს. ის ახალი ზელანდიიდან ჩინეთში მიდიოდა.

ტაიფუნმა მაისაკმა ჩრდილოეთ კორეამდე მიაღწია და ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე წყალდიდობა გამოიწვია. დაიტბორა სამხრეთ კორეის სანაპიროს ნაწილიც. დაიღუპა ერთი ადამიანი.

კომენტარები