დევნილთათვის ბინების გადაცემა

წყალტუბოში 140 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

არჩევნებამდე ორი თვით ადრე, წყალტუბოში 140 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა.

ბინების სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყო.

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო მოედნები, რეკრეაციული სივრცეები და ავტოსადგომი მოეწყო, გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, გარე განათება დამონტაჟდა და სანიაღვრე სისტემები გაიმართა. ორივე კორპუსს აქვს პანდუსები და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

მათივე ცნობით, წყალტუბოში კიდევ 6 კორპუსი შენდება, რომლებიც დევნილთა 420 ოჯახს გადაეცემა.

კომენტარები