სოციალ-დემოკრატები

სოციალ-დემოკრატები: მაჟორიტარებს არ წარვადგენთ, რათა ენმ-ის მოწინააღმდეგეთა ხმები არ გაიყოს

სოციალ-დემოკრატები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს არ წარადგენენ. გია ჟორჟოლიანის თქმით, გადაწყვეტილება მიიღეს, რათა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეთა ხმები არ გაიყოს.  

"თუ გვინდა, შევცვალოთ ხელისუფლება, აუცილებელია, შევცვალოთ ოპოზიცია.  

პოლიტიკური ვითარების შესაცვლელად აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი მოკავშირეები მინიმუმადე დავიდნენ ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში და ასპარეზზე. სანამ ეს არ მოხდება, ძალიან რთულია, სერიოზულად შევებრძოლოთ ქართულ ოცნებას, რომლის პოლიტიკა ჩვენ, ასევე, აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია. თუ გვინდა, შევცვალოთ ქართული ოცნების პოლიტიკა და ხელისუფლება, უნდა შევცვალოთ ოპოზიცია. ჩვენი მიზანია ქვეყნის პოლიტიკის და პოლიტიკური ელიტის რადიკალური ცვლილება. 

იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს, არ გაიყოს ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეთა ხმები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მაჟორიტარულ ოლქებში არ ვაყენებთ კანდიდატებს. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა შეგნებულ მოქალაქეს, ხმა მისცეს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების წინააღმდეგ." – თქვა გია ჟორჟოლიანმა. 

კომენტარები