სოციალ-დემოკრატები

ჟორჟოლიანი პატრიოტთა ალიანსზე: პატრიოტიზმს ჩვენც ვიზიარებთ, სოლიდარობა არც მათთვისაა უცხო

ეს არის საპარლამენტო ფორმატი, სადაც ჩვენ გადავედით და არ არის აუცილებელი, რომ ჩვენი შეხედულებები სრულად ერთმანეთს ეთანხმებოდეს. თუმცა, რიგ მიმართულებებში მე ვფიქრობ, რომ შეიძლება, მუშაობა. ამ წუთში ასეა, რომ საპარლამენტო ფორმატში გავაგრძელებთ საქმიანობას, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, იმაზეც ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება კოორდინირებული იქნას ეს ჩვენი პლატფორმები. ზოგადად, ჩვენი პლატფორმა საშუალოზე დაბალი ფენის მხარდაჭერისა არის გაზიარებული პატრიოტთა ალიანსის მიერ. პატრიოტიზმს და ეროვნულ ღირებულებებს ჩვენც ვიზიარებთ. ოღონდ, ჩვენი პატრიოტიზმი არ არის რეტროსპექტრული და მიმართული დავით აღმაშენებელზე და ფარნავაზზე. მიმართულია დღევანდელობაზე და მომავალზე. სოლიდარობის პრინციპი არც მათთვის არის უცხო. უფრო ვრცლად შინაარსობრივ საკითხებზე უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ, ზოგადად ასეა

გია ჟორჟოლიანმა ქართული ოცნების უმრავლესობა დატოვა და პატრიოტთა ალიანსის ფრაქციაში გადავიდა. ფრაქციას "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები" დაერქვა. ტაბულას კითხვაზე, აქვთ თუ არა მასა და პატრიოტთა ალიანსის წევრებს საერთო ხედვები, ჟორჟოლიანი პასუხობს, რომ ზოგად საკითხებზე თანხმდებიან

კომენტარები