საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო აუქციონზე კიდევ 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0688 შეადგინა.
სულ, 2020 წელს, სებ-ის გაყიდული რეზერვების ოდენობა - 280 მილიონი დოლარია.
ბოლო 6 თვეში ლარი ევროსთან 55 თეთრით გაუფასურდა, ხოლო დოლართან - 21 თეთრით.