ოკუპირებული ცხინვალი

ახვლედიანი მღებრიშვილის საქმეზე: ვმუშაობთ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებისთვის

შეგირებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხვიჩა მღებრიშვილისთვის 3-თვიანი პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა.

თეა ახვლედიანის თქმით, მთავრობა აგრძელებს მუშაობას საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლეისთვის.

„საქართველოს მთავრობა რეგულარულ და ინტენსიურ ძალისხმევას ახორციელებს გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროვოკაციული და უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. სამწუხაროდ, დღეს გაჟღერდა და დადასტურდა ინფორმაცია უკანონო სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების თაობაზე ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით. ამგვარი ქმედებები ცალსახად უშლის ხელს ადგილზე სტაბილურობის განმტკიცებას და მშვიდობას და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო ჩართულობით, როგორც ხვიჩა მღებრიშვილის, ასევე სხვა ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით". - თქვა მან.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ საქალაქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, ხვიჩა მღებრიშვილს სამთვიანი პატიმრობა დღეს, 21 აგვისტოს მიუსაჯა.

მღებრიშვილი ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით 3 ივლისს დააკავეს.

საოკუპაციო რეჟიმის КГБ-ს განცხადებით, ის ლუგარის ლაბორატორიის დავალებით ცხინვალის რეგიონში ღამურებს აგროვებდა ბიოლოგიური მასალის მოპოვების მიზნით და თითოში 5-დან 10 ათასმდე აშშ დოლარს უხდიდნენ.

"ღამურების შეგროვების საქმეზე" ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები