უცნაური ამბები

უცნაური ამბების ვარსკვლავი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა

Variety

რამდენიმე დღის წინ ჰაკერებმა უცნაური ამბების ვარსკვლავის, ნოა შნაპის, Twitter-ის ანგარიში გატეხეს. 

მსახიობის სახელით კიბერდამნაშავეებმა არაერთი რასისტული, ჰომოფობიური და სექსისტური პოსტი დაწერეს. ასევე ქანიე ვესტის პოსტი გააზიარეს, რომელშიც მუსიკოსი ახალ ფინანსურ დირექტორს ეძებდა. 

15 წლის შნაპი პირველი არ არის ვისი სოციალური ქსელის ანგარიშიც გატეხეს. 2020 წელს კიბერთავდასხმის მსხვერპლნი მერაია ქერი, ადამ სენდლერი და ჯო ბაიდენი გახდნენ.

 

კომენტარები