მარკ რაფალომ ბელარუს მომიტინგეებს მხარი დაუჭირა

Looper

შურისმაძიებლების ვარსკვლავმა, ჰალკის როლის შემსრულებელმა მარკ რაფალომ ბელარუს მომიტინგეებს მხარი დაუჭირა.

"ძირს ყველა ავტორიტარი დიქტატორი! აშშ-საც ვგულისხმობ. ჩვენ ერთად ვაპროტესტებთ ანტისამეცნიერო, ანტიდემოკრატიულ ავტორიტარიზმს, ძლიერ “სუსტ ადამიანებს”. არჩევნების გაყალბების და პროტესტის ძალადობრივი ჩახშობის გამო ისინი უნდა გავრეკოთ. წინ გაგვიძეხი ბელარუს!" – წერს მსახიობი.

ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მოჰყვა. ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის მონაცემების თანახმად ლუკაშენკომ ხმების 80% მოიპოვა, ხოლო მისმა მეტოქემ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მხოლოდ 10%. ათასობით ადამიანი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდა. დემონსტრანტების წინააღმდეგ მთავრობამ ომონი გამოიყენა. დაშავებულია ასობით ადამიანი, არიან გარდაცვლილებიც.

 

კომენტარები