პრინცესა დაიანას შესახებ დადგმული მიუზიკლი Diana: A New Musical ბროდვეიზე 31 მარტს უნდა გამოსულიყო, მაგრამ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო პრემიერა ერთი წლით გადაიდო.
ბროდვეის პრემიერაზე თითქმის ერთი წლით ადრე მიუზიკლი სტრიმინგსერვის Netflix-ზე გამოვა.
"მიუხედავად იმისა რომ მიუზიკლის ცოცხლად ნახვის სიამოვნებას არაფერი შეედრება, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, Netflix-თან თანამშრომლობის გადაწყვეტილება მივიღეთ" – ვკითხულობთ პროდიუსერების განცხადებაში.
კრისტოფერ ეშლის დადგმაში მთავარ როლს ასრულებს ჯინა დე ვაალი.
მიუზიკლის გამოსვლის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.