გუშინ, 11 აგვისტოს ევროპალიგის მეოთხედფინალების ბოლო ორი მატჩი გაიმართა და ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილი გახდა.
დონეცკის შახტარმა, სადაც საქართველოს ნაკრების წევრი დავით ხოჭოლავა თამაშობს, ბაზელი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველ ფეხბურთელს წინა თამაშში მიღებული წითელი ბარათის გამო არ უთამაშია.
მეორე შეხვედრაში ესპანურმა სევილიამ ინგლისური ვულვერჰემპტონი მატჩის 88-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა.
ნახევარფინალში დავით ხოჭოლავას შახტარი მილანის ინტერს დაუპირისპირდება, სევილიას მეტოქე კი მანჩესტერ იუნაიტედი იქნება. მატჩები 16 და 17 აგვისტოს გაიმართება.