თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ზეგ-ის დირექტორი: თამარის წასვლა არ გამკვირვებია, 3 წელს საკმარისად თვლიდა ერთ ადგილზე ყოფნას

ჩვენთვის მისი წასვლა გასაკვირი არ ყოფილა, ჩემი ვარაუდით, სწავლის გაგრძელება იყო მისთვის ყოველთვის პრიორიტეტი, ამას წლების მანძილზე ვხედავდით და ბოლო წლის მანძილზე განსაკუთრებით, აჟღერებდა, რომ სწავლა-მუშაობას შორის მისთვის სწავლა პრიორიტეტი იყო, ასევე დაინტერესებული იყო, რომ უფრო განვითარებულიყო, სამ წელს თვლიდა საკმარისად ერთ კომპანიაში მუშაობისთვის.

კომპანია ზეგ-ის დირექტორის, თამარ კობერიძის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილმა მათთან მუშაობა 2017 წლის აგვისტოში, სტაჟიორად დაიწყო. კობერიძემ მთავარი არხის ეთერში განმარტა, რომ ბაჩალიაშვილი 6 თვის შემდეგ სრულ განაკვეთზე, უმცროსი პროგრამისტის თანამდებობაზე გადაიყვანეს და წასვლამდე ამ პოსტს იკავებდა.

კომენტარები