რობერტ სტურუა

სტურუა რუსეთზე: ამ დათვს ცოტა ისე მოექეცი, რომ არ შეგჭამოს

ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ გარკვეული დიპლომატიური ნიჭით. არის რუსული შესანიშნავი ანდაზა, რუსულად ვიტყვი, მაინც რუსეთუმედ მთვლიან - Есть шанс убить медведя, но шанс маленький, а медведь большой (არის შანსი მოკლა დათვი, მაგრამ შანსი მცირეა, დათვი კი დიდია) - ამ დათვს ცოტა ისე მოექეცი, რომ არ შეგჭამოს. იმას ხომ ვერ გამოუცხადებ ომს? იყო პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რუსეთს ომი გამოვუცხადოთო. მგონია, რომ იციან, სწორი რა არის. ვინც ახლა რუსოფობია, იმან შესანიშნავად იცის რომ ეს სისულელეა, მაგრამ რაღაც სახელს იკეთებს...

მე ვაგინებ პუტინს, და ვიღაც მწერს, რომ შენ გმირი ხარ ჩვენი, ამ დროს კი მიეცი მთელი ოსეთი და აფხაზეთი და კიდევ წაგართმევს. რაღაცა ხომ უნდა გამოიჩინო არა?!... ამას ვერ გამოასწორებ, რადიკალურად უნდა შეიცვალოს ყველაფერი. ან უნდა საქართველო დაიხუროს და ახალი პერიოდი, ან უნდა დახურონ ეს ხალხი რომელიც უბრალოდ გაგიჟდა, მე მგონია. ესენი არიან დაავადებულები, აბსოლუტურად ველურები, აბორიგენები.

23 ივლისს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა რადიო უცნობის ეთერში.

კომენტარები