თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

მიხეილ რამიშვილი: ბაჩალიაშვილის საქმეში არ დევს დრონით ძებნის ხუთდღიანი ჩანაწერები 

ტაბულა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გუშინ, 24 ივლისს, საქმის მასალების გაცნობა დაიწყო. ადვოკატის თქმით, მის მიერ გაცნობილ მასალებში არ დევს ბაჩალიაშვილის ის დრონით ძებნის ხუთდღიანი ჩანაწერები, რომლებზეც სამართალდამცავი უწყებები ლაპარაკობენ.

"ჩემი კითხვები, პირველ რიგში, დაკავშირებულია ხუთდღიან ძებნასთან, რომლის მიმდინარეობაშიც თუ გამოყენებულია დრონი, მე მაინტერესებს ამ დრონის ჩანაწერები, თუ რა ადგილებია მოძიებული. თვითონაც გაურკვევლობაში არიან, არსებობს თუ არა ეს ჩანაწერები.

ისევ მაქვს ეჭვი, რომ თვითმკვლელობა ასე მარტივად არ მოხდებოდა და, შესაბამისად, მხოლოდ ერთ საათში და ორ საათში გაცნობილი ჩვენებების საფუძველზე, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო თვითმკვლელობა". – ამბობს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს. 

4-დღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. 

რა ვიცით თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები