კრისტოფერ ნოლანის TENET-ის გამოსვლა მესამედ გადაიდო

Deadline

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის Tenet-ის გამოსვლა მესამედ გადაიდო.

თავდაპირველად, ფილმის პრემიერა 17 ივლისს უნდა შემდგარიყო, თუმცა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ის 31 ივლისისთვის გადაიდო. კინოთეატრების დახურვის მიზეზით გამოწვეული თარიღის შეცვლის მიუხედავად, Tenet-ის პრემიერა კიდევ ერთხელ – 12 აგვისტოსთვის გადაიდო.

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ფილმი კინოთეატრებში ვერც 12 აგვისტოს გავა.

"კრისტოფერ ნოლანის თავბრუსდამხვევი Tenet-ის გამოსვლის ახალ თარიღს მალე შეგატყობინებთ. ამ პროცესში ჩვენი მიზანია, რომ ფილმისთვის ყველაზე დიდი წარმატების მოპოვება შევძლოთ და ასევე, ხელი შევუწყოთ კინოთეატრებს ახალი ნამუშევრებით, როგორც კი გაიხსნებიან."– თქვა Warner Bros.-ის თავმჯდომარემ, ტობი ემერიხმა.

Tenet-ში მთავარ როლებს ჯონ დევიდ ვოშინგტონი, რალფ ფიენსი, რობერტ პატინსონი და კლემენს პოეზი ასრულებენ.

დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც ტრეილერებიდან ჩანს მსახიობ, ჯონ დევიდ ვოშინგტონის გმირი ცდილობს სამყარო დაიცვას მესამე მსოფლიო ომისგან. ისევე, როგორც კრისტოფერ ნოლანის სხვა ფილმებში, აქაც გამოყენებული დროში მოგზაურობის ელემენტი, რათა ვოშინგტონის გმირმა თავისი მიზანი შეასრულოს.

Tenet-ის პირველი ტრეილერი იხილეთ აქ, ხოლო მეორე აქ.

კომენტარები