ქართული ოცნება

ირაკლი ჩიქოვანი 2016 წელს "ოცნებას" არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა

ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც დღეს, 20 ივლისს, ქართულმა ოცნებამ ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა, 2016 წელს მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა.

"დღეს პირდპირ შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ოცნება იწყებს არჩევანის მოპარვას ზუგდიდელებისთვის. მივმართავ საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს, ნუ ჩაერთვებიან ამ ბინძურ თამაშში. 8 ოქტომბერიც გაივლის, 9 ოქტომბერიც გაივლის და მათ საზოგადოებას უნდა ჩახედონ თვალებში. მათ არ უნდა მოპარონ არჩევანი ჩვენს ამომრჩევლებს. ეს არის ხელწერა, რომელსაც იყენებდა ნაციონალური მოძრაობა, დღეს განაგრძობს ქართული ოცნება და როგორც ჩანს, ამგვარ ფაქტებს ადგილი აქვს სამეგრელოს სხვა რაიონებშიც". –ამბობდა ჩიქოვანი 2016 წლის 22 აგვისტოს.

[video:https://www.youtube.com/watch?feature=youtu.be&v=WTSsecI5WBU&fbclid=IwAR2k06yQk7RTbEDzYMaCtpuNXoqgK1FLoxmKV88nFPDGIz7IR3wpe798q1g&app=desktop]

მაშინ ის ზუგდიდში თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.

ჩიქოვანმა თავისუფალი დემოკრატები იმავე წელს, 12 ოქტომბერს დატოვა, არჩევნებში დამარცხებიდან 4 დღის შემდეგ. ზურაბ აბაშიძესთან, დავით ონოფრიშვილთან, გია ცაგარეიშვილთან და ვიქტორ დოლიძესთან ერთად. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

2019 წლის ნოემბერში ჩიქოვანი პრემიერმინისტრის მრჩევლად და სპიკერად დაინიშნა.

კომენტარები