Edison Research

Edison Research: ვის ისურვებდით ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად - ბაქრაძე 26%

დავით ბაქრაძე
ტაბულა

Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე "ვინ უნდა იყოს ოპოზიციური კოალიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატი გამაჯვების შემთხვევაში?" გამოკითხულთა 26% ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბაქრაძეს ასახელებს.

20% ასახელებს გიორგი ვაშაძეს, 18% გრიგოლ ვაშაძეს, 7% მიხეილ სააკაშვილს, 5% ნიკა მელიას, 4% შალვა ნათელაშვილს, 2% ირმა ინაშვილს და ასევე 2% მამუკა ხაზარაძეს.

კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა და შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა 2 000 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.1%-ია.

Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას" გამოკითხულთა 39% პასუხობს, რომ ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 16% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 5% ევროპულ საქართველოს. დანარჩენი შედეგები კი შემდეგნაირად ნაწილდება:

ლეიბორისტული პარტია 3%, ლელო - 3%, ახალი საქართველოსთვის - 3%, პატრიოტთა ალიანსი - 3%, გირჩი - 2%, მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) - 2%, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის (ნინო ბურჯანაძე) - 1%, გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) - 1%, სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) - 1%, თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) - 1%.

გამოკითხულთა 20%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას.

კომენტარები