Edison Research: 37%-ს ძალიან ეშინია, რომ მალე საკვების ფული არ ექნება, 44%-ს - ოდნავ ეშინია

Reuters

Edison Research-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 37%-ს ძალიან ეშინია, რომ ახლო მომავალში საკვებისა და საოჯახო ნივთების შესაძენი თანხა არ ექნება, 44%-ს კი ოდნავ ეშინია. მხოლოდ 19% ამბობს, რომ ამის საერთოდ არ ეშინია.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარი - 50% - ამბობს, რომ Covid 19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ მან ან მისი ოჯახის უშუალო წევრმა ხელფასი/შემოსავალი დაკარგა ან შეუმცირდა. 

გარდა ამისა, კვლევაში მონაწილეთა 82% ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, საკვებსა და პირველადი მოხმარების ნივთები "გაცილებით ძვირი" ღირს, ვიდრე კორონავირუსის გავრცელებამდე.

Edison research-მა კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში, ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩაატარა. კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 2000 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ცდომილება 2.1%-ია.

კომენტარები