კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

ბექაური: დროებითი მმართველი სახელმწიფოს უფლებამოსილების აღსრულების ქმედითი ინსტრუმენტია

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის თქმით, კომპანიებში კომისიის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნა სახელმწიფოსთვის უფლებამოსილების აღსრულების ქმედითი ინსტრუმენტია და "კარგია, რომ ბოლოს გაითავისა ბიზნესმაც".

"სადაც ჩნდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებთან დაკავშირებით, იქ ჩნდება უფლებამოსილებაც". - ამბობს კახა ბექაური.

"თუ ეს მსხვილი კომპანიები არ ასრულებენ სახელმწიფო ვალდებულებას და კანონის მოთხოვნებს, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საკუთარი გადაწყვეტილებები ამის ქმედითი აღსრულების, რომელიც ავალებს, შეასრულოს კანონი.

ეს ქმედითი აღსრულების ინსტრუმენტია დროებითი მმართველი. კარგია, რომ ბოლოს გაითავისა ბიზნესმაც და შედგა კონსენსუსი და მათ შორის ამ პუნქტსაც ისინი დათანხმდნენ". - აცხადებს სადავო ცვლილების შესახებ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე.

15 ივლისს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ლიცენზიის მფლობელ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას მისცემს.

კანონპროექტი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ცვლილებებს ითვალისწინებს, გულისხმობს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შეეძლება, ლიცენზირებულ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს. მმართველი, ფაქტობრივად, შეუზღუდავი ძალაუფლებით იქნება აღჭურვილი.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

რა ინტერესები დგას ამ ინიციატივის მიღმა, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები