დისტნაციური მუშაობა

თურნავა: უცხოელ ფრილანსერებს შევთავაზებთ, იმუშაონ დისტანციურად საქართველოდან

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველოს მთავრობა გეგმავს, უცხოელ ვიზიტორებს გრძელვადიანი ვიზიტი და საქართველოდან დისტანციურად მუშაობა შესთავაზოს.

"ბოლო გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მივიღეთ და ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, არის ის, რომ გრძელვადიანი ვიზიტის მსურველები, ის ადამიანები, უცხოელები, ვისაც შეუძლია დისტანციურად მუშაობა, ამისთვის ჩვენ ვთავაზობთ სწორედ საქართველოს - იმუშაონ საქართველოდან". - აცხადებს ის.

ნათია თურნავა ამბობს, რომ ეს ინიციატივა "ამ დღეებში მიიღებს საბოლოო ელექტრონული პლატფორმის ფორმას".

"ეს არის ის კატეგორია ადამიანებისა, ვინც არიან ე.წ ფრილანსერები.

ასევე, ადამიანები, ვისაც თავისი დამსაქმებელი კორპორაცია უშვებს დისტანციური რეჟიმით სამუშაოდ, ეს დისტანცია შეიძლება იყოს საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, ჩამოვიდნენ აქ, ისარგებლონ საქართველოში არსებული პირობებით - საუკეთესო პირობებით, როგორც სამუშაოდ, ისე რელაქსისთვის". - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

კომენტარები