ატლანტაში 30 წლის რეპერი Lil Marlo ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
"მივიღეთ გამოძახება, I-285 ტრასაზე გაჩერებული მანქანა მოძრაობას აფერხებდა. ადგილზე მისულებს მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი დაგხვდა. გამოძიება დაიწყო, საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული". – წერია ატლანტის პოლიციის დეპარტამენტის მოხსენებაში.
Lil Marlo ატლანტური ჰიპ-ჰოპ ლეიბლის, Quality Music-ის წევრი 2017 წელს გახდა. მის პოპულარულ სიმღერებს შორის არის "1st and 3rd", "The Real1", "9th Ward God".