ლაშა კომახიძე

მთავარი არხის ცნობით, ბათუმის მერი თანამდებობას ტოვებს - ოცნებაში ინფორმაცია არ აქვთ

მთავარი არხის ინფორმაციით, ბათუმი მერი, ლაშა კომახიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დაპირისპირების გამო თანამდებობას ტოვებს.

არხისვე ცნობით, ლაშა კომახიძე, შესაძლებელია, ქართული ოცნების 2020 წლის საარჩევნო სიაში ვიხილოთ.

ტაბულა ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას - ქართულ ოცნებაში ჩვენ გვითხრეს, რომ ამის შესახებ არაფერი იციან.

ლაშა კომახიძე 2017 წლის ნოემბრიდან ბათუმის მერის თანამდებობას იკავებს.

კომენტარები