საბრინა

სერიალი CHILLING ADVENTURES OF SABRINA აღარ გამოვა

The Wrap

მისტიკური კომედიური სერიალი Chilling Adventures of Sabrina დროზე ადრე დასრულდა. გადაწყვეტილება სტრიმინგსერვისმა Netflix-მა მიიღო.

სერიალი 2018 წელს დაიწყო. ამ დროისთვის საბრინას პირველი სეზონი და მეორე სეზონის ნახევარია გამოსული. დასკვნითი რვა ეპიზოდის პრემიერა მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი. პროექტის შეჩერების მიზეზი ცნობილი არ არის.

საბრინა ამავე სახელწოდების კომიქსის ეკრანიზაციაა. სერიალის მთავარი გმირი ჯადოქრისა და მოკვდავის შვილია, რომელიც ალქაჯ დეიდებთან ერთად ამერიკის პატარა ქალაქში ცხოვრობს. შოუში მთავარ როლს კირნან შიპკა ასრულებს.

კომენტარები