BATWOMAN

ახალ სეზონში ბეტვუმენ ჯავისია ლესლი ითამაშებს

ComingSoon.net

მაისში ბეტვუმენის როლის შემსრულებელმა რუბი როუზმა პროექტი დატოვა. გოთემის სუპერგმირის კოსტიუმს ახალი პერსონაჟი რაიან უაილდერი მოირგებს, რომლის როლს ჯავისია ლესლი შეასრულებს.

როგორ მოხდება პერსონაჟების ცვლილება, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. პირველი სეზონის სიუჟეტის მიხედვით უაილდერი ყოფილი ნარკოდამოკიდებულია, რომელიც ფურგონში ცხოვრობს. ძველი ბეტვუმენის მსგავსად უაილდერიც ლესბოსელია.

Batwoman-ის პირველი სეზონი 2019 წლის ოქტომბერში გამოვიდა. DC-ის კომიქსების ეკრანიზაციაზე სატელევიზიო არხი The CW მუშაობს.

კომენტარები