მიხეილ გრემელაშვილი

"მიუტევეთ ჩემს ნაც დაიკოს" - თელავის საკრებულოს დაკავებული წევრი ძალადობაში მხილებაზე

telavi.gov.ge

თელავის საკრებულოს ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, მიხეილ გრემელაშვილმა დაკავებამდე ფეისბუქზე დაწერა, რომ მისი ნათესავი, რომელმაც ის შვილებზე ძალადობაში საჯაროდ ამხილა, "ნაცია".

"მოგესალმებით მეგობრებო.მოკრძალებით გთხოვთ მიუტევოთ ჩემს ნაც დაიკოს რომ სულმთლად გაგიჟდა.ძალიან მიყვარს მაინც და მის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს". - გრემელაშვილმა ფეისბუქზე.

მის მიერ შვილებზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 8 ივლისს დაიწყო დაიწყო და მალევე გრემელაშვილის დაკავებით დასრულდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ გრემელაშვილმა. თავის სახელზე რეგისტრირებული, ტეტე-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. პოლიციამ მიხეილ გრემელაშვილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო" - აცხადებს შსს.

"ხმას არ ვიღებ წლებია დედის ხათრით, გამზრდელი ბიცოლის ხათრით, ბებიის ხათრით, მაგრამ ამაზე გაჩუმება უკვე დანაშაულია! პრინციპში აქამდეც დანაშაული იყო. მინდა ყველა იცნობდეთ ჩემს ბიძაშვილს, Mixeil Gremelashvili -ს. მან 19 წლის შვილები, გოგოები ისე სცემა, რომ დაალურჯა წყლის დაგვიანებით მიწოდების გამო გოგოები. ცოლ-შვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა მისი მხრიდან წლებია უკვე გრძელდება.

უფროს გოგოს სუიციდის მცდელობა ჰქონდა, რომლის წინ წერილი დაწერა, არ დამმარხოთ, თეთრ ზეწარში გამახვიეთ და ისე გადამაგდეთ, ისეთ ჯოჯოხეთში, მეტს არც ვიმსახურებო.ფსიქოლოგებთან ტარების შემდეგ ძლივს გამოვიდა ბავშვი დეპრესიიდან. ბავშვები ამჟამად, ამ წუთებში პოლიციაში იმყოფებიან დაკითხვაზე და ისეთებს ყვებიან მამაზე, გაგიჟდებით...კახეთის ""საკრებულოს წევრი მოძალადე, ლაჩარი მიხეილ გრემელაშვილი დასაჭერია, ან ვინ მისცა ასეთ ზნედაცემულ კაცს იარაღი? ჩამოართვით მამობის უფლება, გააშუქეთ ჟურნალისტებმაც სანამ შემოაკვდება ეს ულამაზესი ცოლშვილი და ანგელოზივით ბავშვები...მე წავიყვან ბავშვებს!!! ფურთხის ღირსადაც არ მიმაჩნიხარ მიხეილ გრემელაშვილო...სესიაშვილის პროტეჟე, სესიაშვილსაც უნდა მივწერო საკრებულოში შენნაირებს როგორ აჩერებენ". - დაწერა გრემელაშვილის ნათესავმა, მარიამ კუკუნაშვილმა ფეისბუქზე.

კომენტარები