ჩაო მაესტრო

ჰანს ციმერი ენიო მორიკონეს: ჩაო მაესტრო!

Facebook.com

91 წლის ასაკში იტალიელი კომპოზიტორი, ენიო მორიკონე გარდაიცვალა. ლეგენდარულ მუსიკოსს ცნობილმა კინოკომპოზიტრმა, ჰანს ციმერმა პოსტი მიუძღვნა.

"ენიო. მისმა პირველივე ნოტმა მომაჯადოვა და არ გამიშვა. არასდროს გადამიწყვეტია კომპოზიტორი ვყოფილიყავი, გადაწყვეტილება ენიომ და სერჯიომ (სერჯიო ლეონე) მიიღეს, როდესაც საკუთარი გამოცდილება გამიზიარეს. მორიკონემ მასწავლა, რომ მარტივი, წმინდა და გულწრფელი მელოდია ყველაზე რთული დასაწერია. ეს არის რთული მისია, რომლის შესრულებასაც სერიოზულობითა და თავმდაბლობით უნდა მივუდგეთ. ჩვენი მოვალეობაა, რეჟისორის საუკეთესო მეგობრები და შთამაგონებლები ვიყოთ. კარგი დირიჟორი ორკესტრთან ერთად სუნთქავს. როდესაც უსმენთ მის ნაწარმოებს, გრძნობთ მის სუნთქვას. თქვენ მას ვეღარ ნახავთ, მაგრამ ყოველთვის მოუსმენთ. ჩაო მაესტრო!" – წერს კომპოზიტორი.

მორიკონემ სამოცწლიანი კარიერის განმავლობაში 400-ზე მეტი ფილმისთვის დაწერა საუნდტრეკი.  

კომენტარები