სერენა უილიამსი

სერენა უილიამსმა და მისმა ორი წლის შვილმა ჩოგბურთის კორტებზე ერთად ივარჯიშეს

instagram.com/serenawilliams

სერენა უილიამსმა და მისმა ორი წლის შვილმა, ოლიმპიამ ჩოგბურთის კორტებზე ერთად ივარჯიშეს.

ამის ამსახველი ფოტოები ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა საკუთარ Instagram გვერდზე გაავრცელა. სერენა უილიამსმა გალერეაში ერთი ვიდეოც ატვირთა, სადაც ის და მისი შვილი ერთმანეთს ხელს ურტყამენ და ოლიმპია კორტებიდან გადის.

ვარჯიშისას დედასა და შვილს ერთნაირი ტანსაცმელი აცვიათ.

23 დიდი სლემის მფლობელ ჩოგბურთელს ოლიმპია 2017 წელს შეეძინა. სერენა უილიამსისა და ალექსის ოჰანიანისთვის ის პირველი შვილია.

კომენტარები