გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება.