გავრილოვი პარლამენტში

გახარია პარლამენტში გავრილოვზე: უდიდესი პოლიტიკური შეცდომა, შეიძლება დანაშაულიც იყო

რა თქმა უნდა გავრილოვი ამ სავარძელში და შენობაში ყოფნა აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ეს იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა, შეიძლება დანაშაულიც იყო. მაგრამ, ეს იყო პოლიტიკური განზომილება, რაზეც პოლიტიკურმა ძალამ პასუხი აგო, პოლიტიკური ფასი გადაიხადა და თუ კიდევ რაიმე დარჩა გადასახდელი, აგერ არჩევანი იქნება და ჩვენი მოქალაქე მოთხოვს.

მაგრამ, როდესაც პოლიტიკოსები, რომელთა უმეტესობა აქ სხედხართ, ორგანიზებას თუ არ უწევდით, გვერდით იდექით და უყურებდით, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ამ პორტესტის დროს, რომელიც მშვიდობიანი იყო და შემდეგ გახდა ძალადობრივი, და არ მიუთითებდით იმას, რომ ეს იყო დანაშაული. შესაბამისად, პოლიციელებზე თავდასხმა და პარლამენტში შეჭრა, ესაა სისხლის სამართლის დანაშაული და ამიტომ, ამას შესაბამისი ფასი ექნება. გაითვალისიწნეთ, აქ შეგიძლიათ რამდენიც გინდათ იყვიროთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში ეს იქნება შემთხვევა, როდესაც ქართულმა პოლიციამ პარლამენტში შტურმით შეჭრა არ დაუშვა.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან 20 ივნისზე დასმული კითხვების საპასუხოდ.

კომენტარები