"ყველა ცვლილება, ზოგადად, უკეთესობას უნდა ემსახურებოდეს და ხალხის პირობების გაუმჯობესებას. სამწუხაროდ, ძალიან გაუგებარია. ვაჭრობის თემაა ამ შეთანხმებაში. რატომ არცერთი არგუმენტი არ არსებობს, 73 მაჟორიტარს როგორ უნდა აჯობოს 30-მა. 20 ივნისს აქ იყო გადაწყვეტილება, რომ პროპორციულზე გადადიოდა ქვეყანა, გასაგები იყო ეს არგუმენტი, მაგრამ როგორ უნდა აჯობოს 30-მა მაჟორიტარმა 73-ს ხალხის მსახურებაში, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. გამოდის, რომ ამდენი ცვლილებები, რომლითაც ამაყობდა ქართული ოცნება, 2017 წელს განხორციელებული ცვლილებები, ტყუილად ჩატარებულა. როდის ვიტყუებოდით – დღეს, თუ მაშინ? თუ რომელიმე ძალას არ აწყობს სისტემა, ყველას აქვს საშუალება, მოიპოვოს ხალხის მხარდაჭერა, მოვიდეს [ხელისუფლებაში] და ჩაატაროს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილება. ამიტომ, ჩემი მხარდაჭერა ამ ცვლილებებს არ ექნება".
ჭიჭინაძე: ჩემი მხარდაჭერა საარჩევნო სისტემის ცვლილებებს არ ექნება
tbl.ge/4uke
დაკოპირდა
ქართული ოცნების რიგებიდან გარიცხული დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარებას გულისხმობს, რაც 8 მარტის შეთანხმების ნაწილია.