1 წელი 20 ივნისიდან

დიღმელაშვილი: ეს არჩევნები არის რეფერენდუმიც - რა პასუხს აძლევს ხალხი რუსეთს

მესმის, რომ ამ არჩევნებზე თქვენი სატკივარი ისაა, რომ პოლიტიკურ ველში ბევრი ადამიანი დისკრედიტირებულია. მესმის. მაგრამ რეალურად, ეს არჩევნები არის რეფერენდუმიც - რა პასუხს აძლევს ხალხი რუსეთს: უნდა ტერორისტების მრეცხავი, მათი დანაშაულის კვალის დამფარავი და საქართველოს წინააღმდეგ მათი თანამზრახველი მთავრობა თუ უნდა რაღაც სხვა, ჭრელი და თუნდაც ვიღაცისთვის არმოსაწონი კოალიცია. ჩვენი 20 ივნისის სცენა თავიდანვე იყო კონსოლიდაციის სცენა და ეს კონსოლიდაცია უნდა გაგრძელდეს, რადგან ძალა ერთობაშია.

თქვა მოძრაობა სირცხვილიას ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა აქციაზე "ერთი წელი 20 ივნისიდან". 2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ ანტისაოკუპაციო აქცია ძალის გამოყენებით და გადამეტებით დაშალა.

კომენტარები