1 წელი 20 ივნისიდან

20-21 ივნისს დაზარალებულთაგან სტატუსი მხოლოდ 8 მოქალაქეს და 67 სამართალდამცველს აქვს

ტბელ აბუსერიძე

20 ივნისის აქციიდან ერთი წლის თავზე პროკურატურამ დაზარალებულად ცნო მხოლოდ 8 მოქალაქე და 67 სამართალდამცველი. ეს იმ ფონზე, როცა აქციაზე დაშავებულ 260-ზე მეტ ადამიანს შორის, 160-ზე მეტი სამოქალაქო პირია (მათგან 38 ჟურნალისტი) და 80-მდე სამართალდამცველი. 

აქციის 3-მა მონაწილემ რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის მაკო გომურმა. 38 წლის კაცი მართვით სუნთქვაზე 7 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მეორე უმძიმესად დაშავებული, 46 წლის დავით გრიგორიანი კი კომაში 10 დღის განმავლობაში იყო. 

ქართული ოცნება დღემდე აცხადებს, რომ მშვიდობიანი პროტესტი საქართველოს პარლამენტზე ძალადობრივი შეტევით დასრულდა და ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს. 

ყველაფერი 20 ივნისის მოვლენების შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები