candyman

საშინელებათა ფილმ CANDYMAN-ის მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია გამოვიდა

საშინელებათა ფილმ Candyman-ის რეჟისორმა, ნია დეკოსტამ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ორწუთიანი ანიმაცია, რომელშიც მთავარი გმირის წინა ისტორიაა ნაჩვენები.

მომავალი ჰორორი 1992 წელს გამოსული ამავე სახელწოდების ფილმის გაგრძელებაა. სიუჟეტის ცენტრში შავკანიანი მხატვრის სულია, რომელიც ლინჩის წესით გაასამართლეს. 

ფილმის სცენარი ჯორდან პილს ეკუთვნის, მთავარი როლი კი აჰია აბდულ-მარტინ მეორემ შეასრულა.

ქენდიმენის პრემიერა მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

 

კომენტარები