იუან მაკგრეგორი

იუან მაკრეგორი ახალ პინოქიოში ჭრიჭინას გაახმოვანებს

Entertainment Weekly

ოსკაროსანი რეჟისორი გილერმო დელ ტორო ცნობილი იტალიური ზღაპრის, პინოქიოს მორიგ ეკრანიზაციაზე მუშაობას იწყებს. 

მომავალ მულტფილმში ხის ბიჭუნას მრჩეველ და მეგობარ ჭრიჭინას შოტლანდიელი მსახიობი ევან მაკგრეგორი გაახმოვანებს.

მაკგრეგორისთვის საკულტო ზღაპრული პერსონაჟების განსახიერება ახალი არ არის. მან ვინი პუჰის საუკეთესო მეგობრის, კრისტოფერ რობინის როლი შეასრულა, ხოლო მზეთუნახავისა და ურჩხულის მხატვრულ რიმეიქში მოლაპარაკე შანდალი ლუმიერი გაახმოვანა.

ახალ პროექტზე ცოტა რამ არის ცნობილი. რეჟისორის თქმით, მისი პინოქიო Disney-ს კლასიკური ანიმაციისგან განსხვავებით ბნელი და საშიში იქნება.

 

კომენტარები