არჩევნები 2020

გოცირიძე: ქართული ოცნება არის განწირული, ამიტომ შეეშვან არჩვენების თარიღით მანიპულირებას

პანდემიას ისედაც იყენებენ [ქართული ოცნება] საარჩევნოდ და სათავისოდ. როცა ჩაკეტილი იყო ქვეყანა, გაქანებულ საარჩევნო კამპანიაში იმყოფებოდნენ... დაიწყებენ მანიპულირებას არჩევნების თარიღით, იმის მიხედვით, თუ როდის ექნებათ მათ მაღალი რეიტინგი. თუ აწყობთ, ჩაატარებენ ოქტომბერში, თუ არადა, მიზეზად გამოიყენებენ პანდემიას და გადადებენ სხვა რიცხვისთვის. არასდროს არ ექნებათ ის რეიტინგი, რასაც ელოდებიან. ქართული ოცნება არის განწირული, ამიტომ შეეშვან არჩვენების თარიღით მანიპულირებას.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ, თუ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა არჩევნების წინა პერიოდს დაემთხვევა, არჩევნები "ჩატარდება, პირობითად, დეკემბერში."

კომენტარები