არჩევნები 2020

კახიძე: ბრძოლის წინა ხაზზე ივანიშვილის რეჟიმთან არის ის ხალხი, ვინც საქართველოშია

ბრძოლის წინა ხაზზე ივანიშვილის რეჟიმთან არის ის ხალხი, ვინც საქართველოშია. აქ არის ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ. აქაა ხალხი, ვინც ციხეში ჩაჯდა, ზოგს აღკვეთის ღონისძიებით აქვს პატიმრობა შეფარდებული, ზოგი სამაჯურით არის, ზოგი შინაპატიმრობით, ზოგს საქმეებს უღებენ თაროებიდან, ზოგი პროცესებზე დადის, მედიით დაწყებული, პოლიტიკოსებით დამთავრებული. აქაა ეს მნიშვნელოვანი ბრძოლა.

სააკაშვილს თავისი არჩევანი აქვს გაკეთებული, უკრაინაში მოღვაწეობს. ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერია და მას აქვს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი წონა [პარტიაში] და ალბათ ნაციონალურ მოძრაობის ლიდერები გიპასუხებენ, რომელ ხაზზეა მათ პარტიაში მიხეილ სააკაშვილი.

ამბობს TV პირველის ეთერში ევროპული საქართველოს დეპუტატი, ოთო კახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ ივანიშვილთან ბრძოლაში ის "ყველაზე წინა ხაზზე იქნება".

კომენტარები