NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
კონგრესმენების კრიტიკა

კანდელაკი: ოცნების ლიდერები ამ 13 კონგრესმენიდან ორს წარსულშიც და ახლაც ეთანამშრომლებიან

ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2020 - 19:35
ტაბულა
tbl.ge/4tk7
დაკოპირდა
კონგრესის დელეგაცია ჯო უილსონის ხელმძღვანელობით თბილისში
არჩილ თალაკვაძე კონგრესმენ ალექს მუნთან ერთად

13 კონგრესმენიდან, რომლებიც უშუალოდ აწერენ ხელს გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშს, ქართული ოცნების ლიდერები ორ მათგანს წარსულშიც და ახლაც ეთანამშრომლებიან. ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა ისაუბრა.

გიორგი კანდელაკი კონგრესმენების, ალექს მუნისა და ჯო უილსონის თბილისში ვიზიტებსაც იხსენებს და ამბობს, რომ მათ ქართული ონცების ლიდერები, არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ხვდებოდნენ. კანდელაკის განმარტებით, ქართული ოცნების წარმომადგენლები ამ კონგრესმენებთან გამართული შეხვედრებით კმაყოფილნი იყვნენ.

"კონგრესმენი ალექს მუნი თბილისშიც იყო ჩამოსული დ არჩილ თალაკვაძეს შეხვდა, კონგრესმენი ჯო უილსონის ხელმძღვანელობით დელეგაცია, მე რაც მახსოვს, 2-ჯერ იყო თბილისში ჩამოსული, 2015-17წწ-ში. მათ ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა, სურათიც აქვს გადაღებული. მას თალაკვაძეც შეხვდა ვაშინგტონში ... ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ ქართული ოცნების ლიდერები აცხადებდნენ, რომ შეხვედრა გადასარევი იყო", - ამბობს კანდელაკი.

თუმცა, კონგრესმენების მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშს დღეს ქართულ ოცნებაში "რანგს" უწუნებენ. მეტიც, ირაკლი კობახიძემ დოკუმენტის "რანგის" დაწუნების შემდგომ, ტექსტში ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოთქმული კრიტიკული ფრაზები "ნაციონალური მოძრაობის ფულის" დამსახურებად აღიქვა.

გიორგი კანდელაკის განმარტებით, ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკური პარტიის სამუშაო ჯგუფის ანგარიშზე ასეთი განცხადებების გაკეთება შეურაცხმყოფელი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან არსებული ურთიერთობისთვის შეუფერებელია.

რესპუბლიკური პარტიის სამუშაო ჯგუფი Republican Study Committee-ის (RSC) 147 კონგრესმენისგან შედგება. ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადებები ყოველი მათგანის პოზიციას გამოხატავს.

ანგარიშში, რომელიც ჯგუფმა გუშინ, 10 ივნისს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ აშშ-მ უნდა გაზარდოს სანქცირებულ ადამიანთა სია, რომელშიც, თავის მხრივ, უნდა შევიდნენ ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. მათ შორის ასეთ ადამიანად მოხსენიებულია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

უფრო კონკრეტულად, რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა" და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული, შესამისად, საჭიროა სანქციების დაწესება.

  • ვრცლად წაიკითხეთ აქ

ანგარიშს ხელს აწერს 13 კონგრესმენი: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, ქლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ უოლტზი. ეს ნიშნავს, რომ ტექსტის მომზადებაზე უშუალოდ ეს კონგრესმენები მუშაობდნენ, თუმცა, მის შინაარსს 147 კონგრესმენი იზიარებს.

ბიძინა ივანიშვილიკონგრესმენების წერილიგიორგი კანდელაკიქართული ოცნებასანქციებიარჩილ თალაკვაძეირაკლი კობახიძეკონგრესმენების კრიტიკა

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2020 - 20:54კალაძე: რაც არ უნდა ეცადონ ლობისტები, ივანიშვილის ავტორიტეტს ვერ შელახავენ
  • ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2020 - 15:58კუჭავა კონგრესმენებზე: წინადადება, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი
  • ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2020 - 13:16წულუკიანი: ივანიშვილი ამ ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტია
  • ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2020 - 13:08ზალკალიანი კონგრესმენებზე: სამთან პირადად მქონდა შეხვედრა, მსგავსი რამ არც კი გამიგია
  • ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2020 - 11:01კაპანაძე კონგრესმენების შესახებ: მოხსენება განაჩენია, ივანიშვილის პოლიტიკამ კრახამდე მიგვიყვანა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ზელენსკის თქმით, რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში იერიშების მისატანად მონაცემებს აწვდის
კვირა, 26 ივლისი, 2026 - 01:51

ზელენსკის თქმით, რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში იერიშების მისატანად მონაცემებს აწვდის

უკრაინამ კასპიის ზღვაში ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთის გადამზიდ გემს დაარტყა
კვირა, 26 ივლისი, 2026 - 00:25

უკრაინამ კასპიის ზღვაში ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთის გადამზიდ გემს დაარტყა

EU-მ "თელასის", "თელმიკოსა" და "ხრამჰესების" მფლობელი რუსული ენერგოკომპანია დაასანქცირა
შაბათი, 25 ივლისი, 2026 - 21:22

EU-მ "თელასის", "თელმიკოსა" და "ხრამჰესების" მფლობელი რუსული ენერგოკომპანია დაასანქცირა

ცნობილია, რა ეღირება სასკოლო ფორმები – მიქანაძემ ბრძანება გამოსცა
შაბათი, 25 ივლისი, 2026 - 20:11

ცნობილია, რა ეღირება სასკოლო ფორმები – მიქანაძემ ბრძანება გამოსცა

ბურჭულაძე 4 ოქტომბის საქმეზე დაკავებულებს: ჩემი მოწოდებაა მიიღოთ საპროცესო შეთანხმება
შაბათი, 25 ივლისი, 2026 - 18:26

ბურჭულაძე 4 ოქტომბის საქმეზე დაკავებულებს: ჩემი მოწოდებაა მიიღოთ საპროცესო შეთანხმება

ყველაზე კითხვადი

"ამპუტირებული აქვს თითი" – კლინიკაში რჩება პირი, რომელმაც ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა
1"ამპუტირებული აქვს თითი" – კლინიკაში რჩება პირი, რომელმაც ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა
2Wildberries-ის საწყობებზე იერიშების გამო მზღვეველების დახმარებას არ ვაპირებთ – ნაბიულინა
3საქართველო აშშ-ს თავდაცვის აქტში: რუსულ-ჩინური დაზვერვა და პოლიტპატიმრები
4"მოსახლეობას დისკომფორტისთვის ბოდიშს ვუხდით" - რუსთაველის გამზირი 4 თვით ჩაიკეტა
5EU-ს სანქციების შემდეგ რუსულმა Zolotaya Korona-მ საქართველოში ფულადი გადარიცხვები შეაჩერა

ბოლო ვიდეო

"შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 10:40"შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕