ქართული ოცნება

კობახიძე: ოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას ჰგავს, გავაგრძელებ წითელი ნაჭრის ფუნქციის შესრულებას

ოპოზიცია ჰგავს ხარზე მეტად ძროხას, რა თქმა უნდა. ეს არის რეალობა, რასაც საზოგადოება ხედავს.

რაც შეეხება წითელ ნაჭერს, ბუნებრივია, მე მზად ვარ, რომ გავაგრძელო წითელი ნაჭრის ფუნქციის შესრულება ოპოზიციისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ოპოზიციას მიეჩინოს საკუთარი ადგილი 

ასე შეაფასა უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას განცხადება, რომ ქართული ოცნების სიის სათავეში ირაკლი კობახიძე "ისეა, ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ".

კომენტარები