თბილისის მერია

კალაძე: მომდევნო დღეების განმავლობაში 300 მიკროავტობუსის შესაძენად ტენდერს გამოვაცხადებთ

თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მომდევნო დღეების განმავლობაში, მერია 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ თქვა, რომ მუნიციპალიტეტს, დაახლოებით 150 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი დააკლდა, რაც დაგეგმილ პროექტებზე აისახა. 

"ერთერთი პროექტი, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ და გამოცხადებული იყო უკვე ტენდერი შესყიდვაზე, ეს იყო მიკროავტობუსების შეძენა. იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და რა თქმა უნდა, მიკროავტობუსებიც ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ პოლიტიკაში. მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერმინისტრს, ფინანსთა მინისტრს, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ტრანსფერის სახით დამატებითი თანხის წამოღების შესაძლებლობა მოგვეცა ცენტრალური ბიუჯეტიდან და ეს თანხები იქნება გამოყენებული მიკროავტობუსების შესაძენად", - ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, 300 მიკროავტობუსის შესყიდვა იგეგმება პირველ ეტაპზე, შემდეგ კი მთლიანად მოხდება მიკროავტობუსების ჩანაცვლება. 

კომენტარები