რაიან გოსლინგი

რაიან გოსლინგი ახალ ფილმში მაქციას ითამაშებს

Deadline

ამერიკელი მსახიობი რაიან გოსლინგი საშინელებათა ჟანრის ფილმში The Wolfman მთავარ როლს შეასრულებს.

მომავალი სურათი 1941 წელს გამოსული, იგივე სახელწოდების კლასიკური ჰორორის რიმეიქი იქნება.

ორიგინალ ფილმის მთავარი გმირი ლარი ტელბოტია, რომელიც მგელის თავდასხმის შემდეგ მაქცია ხდება. 2010 წელს კინოსტუდიამ Universal რიმეიქი გამოუშვა, რომელშიც მაქციის როლი ბენისიო დელ ტორომ შეასრულა. 

პროექტის სცენარზე ლორენ შუკერ ბლუმი და რებეკა ანჯელო მუშაობენ. 

კომენტარები