არჩევნები 2020

ჩერგოლეიშვილი: ოპოზიციამ მრავალფეროვნება უნდა შეინარჩუნოს, ელექტორატი მრავალფეროვანია

ოპოზიციით დღეს უფრო მეტად კმაყოფილი ვარ, ვიდრე ვყოფილვარ გასული 8 წლის მანძილზე. ახლა რაღაც შედეგს ვხედავ, ძალა მანახეს, ვერ გადაგვაგდეს. ოპოზიციის ძალისა და უნარების გარეშე არ გამოდის ამ ტიპის მობილიზაცია, თუნდაც მხარდაჭერის. მე დავინახე ოპოზიციის ძალა, ახლა მთავარია ოპოზიციას ეყოს ჭკუა, არ აჰყვეს ბიძინას თამაშში, შეინარჩუნოს მრავალფეროვნება, იმიტომ, რომ ელექტორატი მრავალფეროვანია.

თუ ბიძინა სრულად პროპორციულს იყო შეპირებული და მაგაში გადაგვაგდო, დანარჩენ 30 ადგილზე ოპოზიციამ შეგვისრულოს, რომ პროპორციულად გადაინაწილონ ადგილები პარტიებს შორის მაჟორიტარებმა და ერთიანი კანდიდატები ჰყავდეს, რომ ოპოზიციას ჰქონდეს სათქმელი - რაც მთავრობამ არ შეგისრულათ, მე ისე დავლაგდი, რომ მე გისრულებთ ამას. სრულად პროპორციულ არჩევნებს მივიღებთ ფაქტობრივად, თუ პარტიებს შორის ისე გადანაწილდა - თავთავიანთი ზომის შესაბამისად და გამარჯვების შანსის მიხედვით.

ახლა მე ოპოზიციასთან ბევრი სასაყვედურო არ მექნება, ჩემთვის მთავარია მრავალფეროვნება შეინარჩუნონ და ერთმანეთში არ აიზილონ, როგორც ევროპულმა საქართველომ ქნა [საპრეზიდენტო არჩევნების] პირველი ტურის მერე, ერთი წელი დაკარგეს... გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას არ ვგულისხმობ, უბრალოდ შენ შეგიძლია ისე დაუჭირო მხარი, შენი განსხვავებები ამ პარტიასთან ნათელი გახადო. მით უმეტეს მეორე ტურის შემდეგ, როცა ნათელია შედეგი. 

ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კომენტარები