მეგან ფოქსი

მეგან ფოქსმა რეპერის MACHINE GUN KELLY კლიპში ითამაშა

India Gone Viral

მსახიობმა მეგან ფოქსმა ამერიკელი რეპერის Machine Gun Kelly ახალ კლიპში ითამაშა.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=wSdT-SArM2Q&feature=emb_logo]

ახალი სინგლის სახელია Bloody Valentine. ჰიპ-ჰოპ არტისტმა ჟანრი რადიკალურად შეიცვალა და ახალ ალბომს პოპ-როკ სტილში გამოუშვებს. მომავალი ალბომის პროდიუსერი ბენდის Blink 182 დრამერი ტრევის ბარკერი იქნება.

რამდენიმე კვირის წინ ყვითელ პრესაში მსახიობისა და მუსიკოსის ურთიერთობის შესახებ ჭორი გავრცელდა. ამ დროისთვის ინფორმაცია არ დადასტურებულა.

ფოქსმა წარსულში ემინემის ვიდეოშიც ითამაშა. ჰიპ-ჰოპ სამყაროში ემინემი და Machine Gun Kelly მტრები არიან. შარშან თითოეულმა მათგანმა ერთმანეთს დისი-ტრეკი მიუძღვნა.

კომენტარები