მესმის, რომ ძალიან შეწუხდა ჩვენი მოსახლეობა შეზღუდვებისგან, მაგრამ გვერდით გვყავს მეზობელი ქვეყანა სომხეთი, რომელმაც, პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა ერთდროულად გააუქმა, გაუქმდა აკრძალვები, აღდგა ტრანსპორტი, დახურული და ღია რესტორნებიც გაიხსნა. იქ ბოლო 3 დღეში იმაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც საქართველოში მთლიანად არის გამოვლენილი. ამიტომ, ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს. ბევრი რეგულაცია იხსნება, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ
რა თქმა უნდა, მანქანით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების აკრძალვაც მოიხსნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე მოვიყვანეთ, არაკონტროლირებადი არ გახდეს და ამ ზაფხულს კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებით არ შევხვდეთ.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)