არჩევნები 2020

უგულავა: დოკუმენტურად ვიცოდი, ივანიშვილის ახირება იყო დაჭერა, გამოშვებას არ ველოდი

ვინაიდან დოკუმენტურად ვიცოდი, რომ ეს [დაჭერა] ბიძინა ივანიშვილის პირადი ახირება იყო, სიმართლე გითხრათ, მოლოდინი არ მქონდა, ვფიქრობდი რომ ალბათ წლის ბოლომდე, არჩევნების შემდეგ [გამათავისუფლებდნენ], შეჩვეულიც ვიყავი, არც ვფიქრობდი. ახლაც, შემთხვევით გავიგე და ვერც აღვიქვი, არანაირი მოლოდინი ახლა არ მქონია. 8 მარტის შეთანხმების შემდეგაც არ გვქონდა მოლოდინი. კორონავირუსის შემდეგ რომ ჩაიკეტა ქვეყანა, მაშინ მივხვდი, რომ ეს შეთანხმება ასე ადვილად არ შესრულდებოდა.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, გიგი გულავა, მთავარი არხის ეთერში. 15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, პოლიტპატიმრობაში რჩება გიორგი რურუა.

კომენტარები