ნარკოტიკებით ვაჭრობა

მიანმარის პოლიციამ მეტამფეტამინის 200 000 000 ტაბლეტი და 500 კგ კრისტალური მეტამფეტამინი ამოიღო

მიანმარის პოლიციამ ასობით მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაბანდა ამოიღო, მათ შორის მეტამფეტამინის 200 მილიონი ტაბლეტი, 500 კილოგრამზე მეტი კრისტალური მეტამფეტამინი და 3 750 ლიტრი თხევადი მეთილფენტანილი, რომელიც სინთეტიკური ოპიოიდების დასამზადებლად გამოიყენება.

კონტრაბანდა 3-თვიანი ოპერაციის შედეგად ამოიღეს. დაკავებულია 3 ადამიანი. მიანმარის ხელისუფლების მიხედვით არსებობს მტკიცებულება, რომ ჩრდილოეთ მიანმარში, იმ ტერიტორიებზე, სადაც მთავრობის კონტროლი სუსტია, ადგილობრივი შეიარაღებული ფორმირებები ნარკოტიკებით ვაჭრობაში არიან ჩართული.

უკანასკნელ პერიოდში რეგიონში სინთეტიკურ ნარკოტიკულ საშუალებებს ჰეროინის ნაცვლად ყიდიან, რასაც ზედოზირების შედეგად გარდაცვალებათა მაჩვენებლის ზრდა მოჰყვა. გაეროს ანგარიშის მიხედვით აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მეტამფეტამინის ბაზრის ღირებულება წელიწადში $61.4 მილიარდს აღწევს.

კომენტარები