ნარკოტიკებით ვაჭრობა

იორდანიის არმიამ ჩამოაგდო სირიული დრონი, რომელსაც კრისტალური მეტამფეტამინი გადაჰქონდა

Twitter/@ArmedForcesJO

13 აგვისტოს იორდანიის არმიამ ჩამოაგდო სირიული დრონი, რომელიც იორდანიის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და კრისტალური მეტამფეტამინი გადაჰქონდა. ინფორმაციას იორდანიის სახელმწიფო მედია სააგენტო Petra იორდანიის შეიარაღებული ძალების წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს. 

უკანასკნელ წლებში სირია ნარკოტიკებით ვაჭრობის ჰაბად იქცა. იორდანიის ტერიტორია სატრანზიტო გზად იქცა სირიული ამფეტამინის, კაპტაგონის ვაჭრობისთვის ნავთობით მდიდარ სპარსეთის ყურის ქვეყნებში. 

გასულ კვირას სატელევიზიო ინტერვიუში სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა თქვა, რომ სირიის სახელწმიფო არაა ჩართული ნარკოტიკებით არალეგალურ ვაჭრობაში. 

კომენტარები