დღეიდან, 18 მაისიდან, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.
კერძოდ:
- იხსნება განსაკუთრებული საკარანტინო ზონა მარნეულში, რომელიც 23 მარტიდან არის ჩაკეტილი.
- იხსნება 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვა, მაგრამ, ეს არ შეეხება ავტომობილებში მყოფი ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას. ძალაში რჩება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა.
- იხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები იმათ გარდა, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელებსა და მოლებშია განთავსებული.
22 მაისამდე ძალაშია საგანგებო მდგომარეობა, ასევე კომენდანტის საათი.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)